20:51 - 14 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 23:37:12, 646 ნახვა

კომენტარი
გიგა ბოკერია - არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა არასდროს არის კარგი

„არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა არასდროს არის კარგი“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ თვითმართველობის არჩევნებით ვადამდელი არჩევნების გადაწვეყტა არის არასწორი ნაბიჯი, რადგან მოსახლეობის დაბნევას გამოიწვევს.

მიბმა არის არასწორი და ამით ამომრჩეველი გაუგებარ არჩევანს იღებს.

„სიტყვებს აქვს მნიშვნელობა და ფასი, ჩვენ ცოტა ხნის წინ გავაკეთეთ საერთო განცხადება, სტრატეგია აღმაშენებელი არ შეუერთდა, მაგრამ თქვა, რომ სულისკვეთებას იზიარებს და გასაჯაროების მომხრე არ იყო. ვთქვით, რატომ არის პრინციპულად არასწორი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა ვადამდელი არჩევნების ჩატარების.

იმიტომ, რომ აბსოლუტურად სხვადასხვა არჩევნებია და ამით გამოშიგვნას ვახდენთ თვითმმართველობის არჩევნების შინაარსის და ამომრჩევლებს ვაბნევთ, გაუგებარ არჩევანს ვთავაზობთ - უნდა აირჩიოს, ადგილზე რომელი პოლიტიკური გუნდი მოსწონს თუ ვადამდელ არჩევნებს უჭერს მხარს.

და არასდროს არის კარგი არასწორი ნაბიჯით კომპრომისის მიღწევა, როცა იყო შესაძლებლობა და ახლაც კი არის, რომ გამოეჩინათ ჩვენს პარტნიორებს სიმყარე, რომ მიგვეღწია იმ შედეგისთვის, რომელიც ჩვენი აზრით განმუხტავდა რეალურად სიტუაციას“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენაზე მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
"ლელო-ძლიერი საქართველო": გასული 34 წლის მანძილზე საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარ ყველა შეიარაღებულ კონფლიქტში ჩვენი ქვეყანა მუდამ იცავდა საკუთარ სახელმწიფო ინტერესებს
ნინო სუხიშვილი მიმართვას ავრცელებს
მიქაუტაძე ამბობს, რომ ბიზნესმენებისგან აღებული ფული გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics