|
2021-04-17 13:54:05, 818 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - ნიკოლოზ წურწუმიას მეიჯარე ბინიდან გაშვებით ემუქრებოდა, ბანკზე თავდასხმა კი პროტესტის გამოხატვა იყო
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმის გამო დაკავებული, ნიკოლოზ წურწუმია ბანკში შესვლის მიზეზად გარკვეულ საკითხებზე პროტესტის უკიდურეს გამოხატვას ასახელებს. ამის შესახებ წურწუმიას უფლებადამცველმა ჟურნალისტებს ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში, დაკავებულის მონახულების შემდეგ განუცხადა. როგორც გიორგი ბარდაველიძემ აღნიშნა, მეიჯარე ნიკოლოზ წურწუმიასგან საცხოვრებელი სახლის დაცლას ითხოვდა. „ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ეტაპისთვისაც გამოიყენებს დუმილის უფლებას. მიზეზი, თუ რატომ შეიჭრა ბანკში და რაც მან დამიდასტურა - ტყუილს ნამდვილად ვერ ვიკადრებო, ბანკს ჩემთვის არაფერი არ წაურთმევიაო. მეორე საკითხი იყო მისი ფინანსური და მატერიალური მდგომარეობა, რაც დაკავშირებულია გარკვეულ პირთა წრესთან. მათი იძულების გამო და მათ მიერ გადადგმული არაკანონიერი ნაბიჯების გამო, ამ ადამიანის პროტესტის უკიდურესი გამოხატულება იყო ეს. ერთი რამ გააჟღერა უბრალოდ - მე იმ ადამიანებმა რომ ჩამაყენეს ასეთ მდგომარეობაში, ჩემს ორსულ მეუღლეს და 80 წლის ბებოს, როდესაც არც არავინ არ გვეხმარება და ამავდროულად სახლი, რომელშიც ვცხოვრობდით მოიჯარე მეუბნებოდა, რომ დამეცალა, ეს იყო პროტესტის უკიდურესი გამოხატვაო“, - განაცხადა ადვოკატმა. როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, დაკავებულს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, თუმცა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს. „მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ დოკუმენტაცია არ არსებობს, აქვს გულის მანკი და გულთან დაკავშირებით რიგი პრობლემები. უნდა ჩატარებოდა ოპერაცია, ამისთვის ამზადებდა დოკუმენტებს. ჰყავს ორსული მეუღლე, რომელსაც აქვს რიგი პრობლემები. დაკავებულს ედავებიან ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა-ტარებას, თუმცა ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონია, ეს იყო პნევმატური იარაღი“, - განაცხადა გიორგი ბარდაველიძემ. ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში გუშინ შეიარაღებული პირი, ნიკოლოზ წურწუმია შეიჭრა. შსს-ს ინფორმაციით, მას მძევლად 7 პირი ჰყავდა აყვანილი. თავდამსხმელი მძევლად ხელში ჩაგდების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-ტარების ბრალდებით რამდენიმე საათში დააკავეს.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)