|
2021-04-16 18:16:40, 506 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი - მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რაც 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რაც 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა. როგორც დავითაშვილი აცხადებს, საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც ძალიან დიდი პოტენციალი გააჩნია. „ჩვენი მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შევუწყოთ ხელი. ჩვენი პოლიტიკა ამას ემსახურება. საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ. ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა; ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება. 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული. 2021 წელს ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)