05:57 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-16 16:26:15, 702 ნახვა

პოლიტიკა
გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოში კრიმინოგენული ვითარება საგრძნობლად გაუმჯობესებულია

არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი ავლაბრის მეტროსთან „საქართველოს ბანკზე“ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, ქვეყანაში კრიმინოგენული სტატისტიკა საგრძნობლად გაუმჯობესებულია.

„კრიმინოგენული ვითარება სტატისტიკურად არათუ გაუარესებულია, არამედ საგრძნობლად გაუმჯობესებულია, განსაკუთრებით კი მძიმე დანაშაულებში. რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულს, სამწუხაროდ, ეს არ ახასიათებს მხოლოდ საქართველოს და ერთ ქვეყანას. სამწუხაროა, რომ დანაშაულზე მიდიან ადამიანებია და სამწუხაროა, რომ ზოგიერთი ადამიანის დანაშაულში წასვლა განპირობებულია არა კრიმინოგენული ხასიათიდან, არამედ სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე.

სამწუხაროა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს ახასიათებს ხანდახან ისეთი დანაშაულები, რომლებიც არის ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა. ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები რომ არსებობს, ეს ამის ინდიკატორად არ გამოდგება. დანაშაული არ უნდა ჩაიდინო, თუნდაც ასეთ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. ბანკში შევარდნის გარეშე შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ პრობლემები არსებობს და ზოგიერთ ასპექტში, შესაძლოა კიდევ უფრო დამძიმდეს“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ავლაბრის მეტროსთან მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში დღეს შეიარაღებული პირი შეიჭრა და რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics