|
2021-04-16 15:08:31, 442 ნახვა
საზოგადოება
მეტეხის გვირაბში მასშტაბური პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდება
მეტეხის გვირაბში შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მასშტაბურ გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს იწყებს. დასუფთავების ღონისძიების ფარგლებში, გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრიგაიწმინდება. დაგეგმილი სამუშაოების გამო, 16 აპრილის 21:00-დან17 აპრილის 03:00 საათამდე,მეტეხის გვირაბში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. „თბილსერვის ჯგუფის“ სანიაღვრე და სადრენაჟე ქსელების ექსპლუატაციის დეპარტამენტის მიერ სანიაღვრე ჭები გაიწმინდება და კომბინირებული სპეციალიზებული მანქანით, ქსელი გაირეცხება. გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლები კი პროფილაქტიკურ სამუშაოებს ჩაატარებენ, რომლის ფარგლებშიც, ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეიცვალება. ადგილზე მობილიზებული იქნება„თბილსერვის ჯგუფის“ 80-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)