|
2021-04-15 18:14:50, 711 ნახვა
პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ყარაბაღის კონფლიქტის მონაწილე მხარეებს დიალოგისთვის პლატფორმას კვლავ სთავაზობს
საქართველო კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სომხეთის რეპუბლიკის პრეზიდენტთან, არმენ სარქისიათან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, საქართველომ კონფლიქტის დროს შესთავაზა მხარეებს პლატფორმა შეხვედრებისთვის და დიალოგისთვის, რაც მისივე თქმით, ნებისმიერ დროს ძალაში რჩება. ამასთანავე, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არმენ სარქისიანთან ვიზიტი დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, თუმცა პანდემიამ და რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა ხელი შეუშალა ვიზიტის ორგანიზებას. „ბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ დღევანდელი დღით და რომ გმასპინძლობთ ჩვენს ქვეყანაში. ეს ვიზიტი ძალიან დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი და, სამწუხაროდ, ვერ განხორციელდა. პანდემიამ, რეგიონში განვითარებულმა კონფლიქტმა, ამ ყველაფერმა ხელი ძალიან შეგვიშალა და ვერ შევძელით აქამდე ამ ვიზიტის ორგანიზება და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დღეს მაქვს საშუალება, მიგიღოთ ორბელიანების სასახლეში. ჩვენი წინა შეხვედრის შემდეგ ძალიან მძიმე გამოწვევების წინაშე აღმოვჩნდით ყველანი კავკასიაში, ერთი მხრივ პანდემიიდან გამომდინარე, პანდემიამ დააზარალა სამივე ქვეყნის ეკონომიკა, ჩაგვკეტა საერთოდ მსოფლიოსთან და ერთმანეთთან ურთიერთობაში და ადამიანების სიცოცხლეც იმსხვერპლა, თუმცა ბევრად მძიმე იყო რეგიონისთვის და ცალკეული ქვეყნისთვის ომისგან გამოწვეული მსხვერპლი. მინდა, ამ ომის დროს დაღუპულთა ოჯახებს მივუსამძიმრო, თანაგრძნობა გამოგიცხადოთ თქვენ, ბატონო პრეზიდენტო. კონფლიქტის დროს, როგორც ახლა, საქართველო მშვიდობის მხარეს იდგა და დგას, ამის ნიშნად შეთავაზებულ იქნა ჩვენი პლატფორმა შეხვედრებისთვის, დიალოგისთვის და სიტუაციის განმუხტვისთვის, ეს შეთავაზება ძალაში რჩება ნებისმიერ დროს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
სუხიშვილების ღია სცენა თაკარა ახალი პროგრამით ბრუნდება, ღონისძიებების მხარდამჭერია SOLO (რ)
STEM განათლება მთელი საქართველოსთვის - BOG-ისა და კომაროვის ერთობლივი პროექტი
მაკა ბოჭორიშვილი მარკო რუბიოს მიწვევით ვაშინგტონში მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ოდესის სანაპიროსთან დაბომბეს გემი, რომელზეც აზერბაიჯანელები იმყოფებოდნენ
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)