|
2021-04-14 15:24:31, 679 ნახვა
საზოგადოება
ჯუანშერ ბურჭულაძე დასავლეთში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ძალების მეთაურთან გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად სენაკში, მე-2 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე დასრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულა და თანამედროვე ინვენტარით მოწყობილი გარემონტებული ყაზარმები დაათვალიერა. უწყების ხელმძღვანელმა პირებმა ახლადგარემონტებული სპორტული კომპლექსიც მოინახულეს, რომელიც უახლესი ინვენტარითაა აღჭურვილი. თავდაცვის მინისტრი ბაზაზე დასრულების ფაზაში არსებულ ლაზარეთისა და სასადილოს კაპიტალური რემონტის მიმდინარეობასაც დააკვირდა. ჯუანშერ ბურჭულაძე სენაკში ვიზიტის ფარგლებში მეორე ქვეითი ბრიგადის ტერიტორიაზე ახალი სასროლეთის გახსნასაც დაესწრო, სადაც ქვედანაყოფის განახლებული შეიარაღება და აღჭურვილობა დაათვალიერა. ჯარისკაცებისთვის თანამედროვე, ნატოს სტანდარტების ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით თავდაცვის ძალებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გასულ წელს დაიწყო, რისთვისაც 100 მილიონი ლარი გამოიყო. შედეგად, ჯამში 250-მდე ობიექტის სრული რეაბილიტაცია მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)