|
2021-04-14 14:24:53, 607 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე: მესამე ტალღა დაწყებულია - ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვები არ განიხილება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტნრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, ქვეყნის მასშტაბით, დაწყებულია. როგორც ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა, ამ ეტაპზე, არავითარი დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ განიხილება. მანვე მოუწოდა საზოგადოებას, რომ დაიცვან რეკომენდაციები, ატარონ პირბადე, თავი აარიდონ დიდ თავშეყრებსა და გაააქტიურონ იმუნიზაციის პროცესი. „არ გვინდა არავის, რომ მკაცრი შეზღუდვების წინაშე დავდგეთ, ამიტომ აუცილებელია დავიცვათ რეკომენდაციები, რაც არის, პირბადე და არა დიდ თავშეყრებს და იმუნიზაციის გააქტივება, მაშინ არ დავდგებით ამ საშიშროების წინაშე. განხილვა „ლოქდაუნების“, შეზღუდვების, ხდება, როდესაც ჯანდაცვის სექტორზე არის ძლიერი ზეწოლა. ამ ეტაპე არავითარი დამატებითი შეზღუდვა არ განიხილება. მესამე ტალღა გიდასტურებთ, რომ მთლიანად ქვეყანაშია დაწყებული, იმიტომ რომ უკვე შიდა, საყოველთაო გავრცელება გვაქვს, ყველა რეგიონეში გვაქვს, თუმცა ყველა რეგიონში წინა ორ კვირასთან, ყველგან გვაქვს ზრდის დინამიკა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)