21:11 - 03 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-12 18:28:39, 705 ნახვა

საზოგადოება
ალასანიას ქუჩაზე სკვერი მოეწყო

საბურთალოს რაიონში, ალასანიას ქუჩა N36-ის მიმდებარე ტერიტორიაზე სკვერი მოეწყო.

პროექტის შედეგად, 1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო LED განათების ქსელი, საჩრდილობელი, საფეხმავლო ბილიკები და საპარკე სკამები. ასევე, ბავშვებისთვის სხვადასხვა სახის ატრაქციონი დამონტაჟდა. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდა.

დასრულებული სკვერი საბურთალოს რაიონის გამგებელმა გაიოზ ვასაძემ  და მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით უთმელიძემ  დაათვალიერეს.

„ამ დასახლებაში ეს ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც შესაძლებელი იყო სკვერის მოწყობა. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთადგილობრივი მცხოვრებლებისთვის კეთილმოწყობილი, ლამაზი სივრცე შეგვექმნა. ვფიქრობ, ძალიან კარგი სკვერი გამოვიდა, სადაც მოსახლეობა დასვენებას, ბავშვები კი გართობას შეძლებენ“, - განაცხადა გაიოზ ვასაძემ.

სამუშაოები კომპანიამ „გრინსერვისი+“  შეასრულა. პროექტი საბურთალოს ბიუჯეტიდან 136 618  ლარით დაფინანსდა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
პოლიცია მატარებლებშიც იქნება
ივანიშვილის რეჟიმი ინგლისურ ენას ბავშვებს პირველი კლასიდან აღარ ასწავლის
ევროპის სახალხო პარტია: ჩვენ ყოველთვის საქართველოს ხალხის მხარეს ვართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics