2021-04-08 10:06:20, 334 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლი დღეს გენერალურ პროკურატურაშია დაბარებული
![]() აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, გამოკითხვაზეა დაბარებული. როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, აფგან მუხთარლი პროკურატურაში დღეს, 8 აპრილს უნდა გამოცხადდეს. „საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მუხთარლის გამოკითხვის შუამდგომლობით მისი ადგილსამყოფელის მიხედვით, სამართლებრივი დახმარებისთვის გერმანიის შესაბამის სამსახურებს 2020 წლის 24 მარტს მიმართა. გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე აფგან მუხთარლი გერმანიაში შესაბამისი სამსახურების მიერ 2020 წლის 24 ივლისს გამოიკითხა. დაკითხვის ოქმი და შესაბამისი მასალები გერმანიიდან საქართველოს პროკურატურაში 2020 წლის პირველ ოქტომბერს გამოიგზავნა და დაერთო სისხლის სამართლის საქმეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა) მიმდინარეობს“, - განაცხადეს პროკურატურაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის საქართველოში დაბრუნდა. შეგახსენებთ, რომ აფგან მუხთარლი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებასა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა.
|
კორონავირუსი - ყველა სიახლე2021-04-17 18:23:40 NCDC-ის ინფორმაციით, „ფაიზერის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია 8 000-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა 2021-04-17 13:09:11 რუსეთში კორონავირუსის 9 321 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 398 პაციენტი 2021-04-17 12:25:57 17 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით 27 654 პირია აცრილი 2021-04-17 12:16:36 სომხეთში კორონავირუსის 870 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 24 ადამიანი 2021-04-17 11:01:27 კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 676 თბილისში, 123 სამეგრელო-ზემო სვანეთში და 126 აჭარაში გამოვლინდა ვიდეო/LIVE ჩინური ვაქცინა საქართველოშია
|