00:03 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-07 12:46:51, 555 ნახვა

საზოგადოება
„ვითიბი“ წყალტუბოს სამგურალის #1 ქომაგი გახდა

„ვითიბი“, როგორც ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი, საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს სამგურალის  გენერალური სპონსორი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ვითიბი ბანკის“ პრესსამსახური ავრცელებს.

„ბანკსა და წყალტუბოს სამგურალს შორის გაფორმებული მემორანდუმი, კლუბის ფინანსურ მხარდაჭერას და ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო პირობების შექმნას ითვალისწინებს. მხარეებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, ხელი საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტმა, მიხეილ იაშვილმა და ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ მოაწერეს.

„უკვე 4 წელზე მეტია, რაც ვითიბი ქართული ფეხბურთის #1 ქომაგი და მხარდამჭერია. პირველ რიგში, ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ქართული ფეხბურთის, როგორც ლიდერი სპორტის სახეობის, ხელშეწყობა. ჩვენ გვჯერა ქართული ფეხბურთის წარმატების და ამიტომ  მხარს ვუჭერთ მის წინსვლას და განვითარებას“, - განაცხადა „ვითიბი ბანკის“ გენერალურმა  დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ.

„ მინდა მადლობა გადავუხადო ვითიბის ნდობისა და მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენ პარტნიორთან ერთად, კიდევ მრავალი წარმატების აღნიშვნას შევძლებთ“ -  მიხეილ იაშვილი. საფეხბურთო კლუბ სამგურალის პრეზიდენტი", - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics