01:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-06 15:23:32, 595 ნახვა

საზოგადოება
სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება შესაძლოა, აიკრძალოს

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, უახლოეს პერიოდში შესაძლოა, სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, ფართის გაქირავება აიკრძალოს.

როგორც მან აღნიშნა, ფართის მესაკუთრე პაუუხსიმგებლობისგან იმ შემთხვევაში გათავისუფლდება, თუ ხელშეკრულებაში მიუთითებს, რომ სოციალური ღონისძიების ორგანიზებისთვის ფართის გადაცემა არ შეიძლება.

„უახლოეს პერიოდში დაგეგმილი გვაქვს, რომ ავკრძალოთ ან შევზღუდოთ ფართის გაქირავება სოციალური ღონისძიების ორგანიზების მიზნით, რომელიც არის წინასწარ განზრახული. იმ შემთხვევაში გათავისუფლდება მესაკუთრე პასუხისმგებლობისგან, თუ ყველანაირი პრევენციული მექანიზმები ამოწურა, ხელშეკრულებით თავი დაიზღვია, რომ სოციალური ღონისძიება არ უნდა გაიმართოს და ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მას ინფორმაცია ექნება, საზედამხედველო უწყებებს ინფორმაციას მიაწვდის. ხედავთ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარება დღითი დღე მძიმდება. საქართველოს მთავრობა ყველა ღონეს იყენებს იმისთვის, რომ პრევენცია მოხდეს და შემდგომი შეზღუდვები არ დადგეს დღის წესრიგში, ვინაიდან ეკონომიკური მდგრადობა, დასაქმების ადგილები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ისევე, როგორც თითოეული ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics