01:29 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-05 18:07:42, 596 ნახვა

საზოგადოება
IRI - გამოკითხული მოსახლეობის 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 65%-ს გახარია, 54%-ს კი, კალაძე მოსწონს

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ გამოქვეყნებული ახალი საოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 89%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 65%-ს გახარია, 54%-ს კი, კალაძე მოსწონს.

კახა კალაძე – 54%

დავით ბაქრაძე – 52%

ნიკა მელია – 42%

ბიძინა ივანიშვილი – 40%

გიორგი ვაშაძე – 39%

დავით უსუფაშვილი – 36%

არჩილ თალაკვაძე – 33%

ირაკლი კობახიძე – 33%

სალომე ზურაბიშვილი – 31%

გიგი უგულავა – 29%

შალვა ნათელაშვილი – 27%

მამუკა ხაზარაძე – 26%

ალეკო ელისაშვილი – 26%

ლევან ხაბეიშვილი – 24%

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე – 21%

ირმა ინაშვილი – 21%

ნინო ბურჯანაძე – 20%

ბადრი ჯაფარიძე – 17%

ცნობისთვის, კვლევა საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ ჩატარდა. საანგარიშო პერიოდი 2021 წლის 2-26 თებერვლია.

საველე სამუშაოები „IPM“ მიერ ჩატარდა. მონაცემები შეგროვდა სტრატიფიცირებული მრავალსაფეხურიანი შემთხვევითი შერჩევის მეთოდის გამოყენებით, პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1500 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, გენდერის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 პროცენტს, გამოპასუხების მაჩვენებელი - 75 პროცენტი.

კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics