02:46 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 14:41:14, 713 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქო მამა ანდრია სარიას მღვდელმთავრობიდან განკვეთას გეგმავს - გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს

დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მღვდელმონაზონი ანდრია-სარიას საქციელი და განცხადებები ექვემდებარება მღვდელმთავრობიდან განკვეთას.

როგორც დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ საპატრიარქოში ეპარქალური სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა, კომისია აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მისივე თქმით, კომისიის დასკვნის შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილებას პატრიარქი მიიღებს.

„როგორც მოგეხსენებათ, დღეს შედგა სხდომა, ეს არის ეპარქიალური სხდომა, რომელიც განიხილავს სხვადასხვა საკითხებს, დღეს ყურადღება გამახვილდა და მოწვეული იყო შესაბამისად, სხდომაზე მღვდელმონაზონი ანდრია სარია და მას განემარტა, რომ მის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებები ექვემდებარება განკვეთას. იცით, რომ მამა ანდრია სარიას ადრე მიეცა შენიშვნა ადრე, შემდგომში მას შეუჩერდა მღვდელმსახურება და ზუსტად იგივე ქცევების გამო, რა ქცევების გამოც მას შეუჩერდა მღვდელმსახურება, დღეს შედგა კომისია და მას განენმარტა, რომ კომისია მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, მისი საქციელი ექვემდებარება განკვეთას, კომისია მიიღებს დასკვნას და რეაგირებისთვის ის გადაეცემა საქართველოს პატრიარქს“, - განაცხადა მამა ანდრია ჯაღმაიძემ.









ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics