|
2021-04-01 12:27:37, 563 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - მადლობა თითოეულ ადამიანს, რომელმაც პოზნერს ანგელოზები დაუფეთა და პირიდან ლუკმა გააგდებინა
მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რითაც საქართველოში რუსი ჟუტრნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების ვიზიტს გამოეხმაურა. მისი თქმით, სოლიდარულია იმ პროტესტის მიმართ, რომელიც რუსი ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლას მოჰყვა. „რუსეთში დღემდე მიაჩნიათ, მათ შორის როგორც ჩანს, პოზნერსაც, რომ შეიძლება, ქართულ სახელმწიფოს ნებისმიერი რამ აკადრო, დააბრალო ნებისმიერი რამ, მაგალითად, ომის დაწყება. შემდეგ სინანული გამოთქვა, რომ ტანკებია გაჩერებული გზაზე და თბილისამდე ვერ შემოვიდნენ. ამის შემდეგ ჩამოხვიდე „იუჟნაია შაშლიჩნაიაში“, როგორც ისინი ჩვენ აღგვიქვამენ, გემრიელად მოილხინო. ძალიან კარგია, ყოჩაღ და მადლობა თითოეულ იმ ადამიანს, რომელმაც ანგელოზები დაუფეთა ამ ადამიანს და პირიდან ლუკმა გააგდებინა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში მეგობრებთან ერთად, დაბადების დღის აღსანიშნავად გუშინ ჩამოვიდა, რასაც სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. აღნიშნულის შედეგად, ვლადიმერ პოზნერი და მისი სტუმრები, რომლებიც საქართველოში 3 აპრილამდე უნდა დარჩენილიყვნენ, დროზე ადრე, ჩარტერული რეისით, დღეს დილით გაფრინდნენ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)