05:03 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-26 12:36:15, 659 ნახვა

პოლიტიკა
კარლ ჰარცელი - ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს ნება, რათა შეთანხმებას მივაღწიოთ

საიდუმლო არ არის, რომ ბატონი დანიელსონის პირველი ვიზიტის შედეგი ძალიან გამაწბილებელი იყო, - ასე აფასებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის ვიზიტს საქართველოში.

როგორც მან აღნიშნა, დანიელსონის მორიგი ვიზიტისას მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება, რათა შეთანხმება მიღწეულ იქნას.

„საიდუმლო არ არის, რომ ძალიან გამაწბილებელი იყო ბატონი დანიელსონის პირველი ვიზიტის შედეგი იმ გაგებით, რომ მედიაცია შედეგის გარეშე დასრულდა. ახლა ის კიდევ ერთხელ ჩამოდის საქართველოში. მთავარია, ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიჩინოს ნება, რომ შეთანხმება მიღწეულ იქნას. ეს არ იქნება იოლი, მაგრამ მისია ეს არის. ახლა არის მომენტი, რომ პოლიტიკური ლიდერობა გამოავლინოს ყველა მონაწილემ“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

შეგახსენებთ, რომ შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში მიმდინარე კვირის განმავლობაში დაბრუნდება და პოლიტიკურ მხარეებთან ფასილიტაციას კვლავ გააგრძელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics