05:03 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-24 11:51:04, 470 ნახვა

პოლიტიკა
თბილისის მერი: ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში

„ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის ერთ-ერთი თანამშრომლის დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

როგორც მან მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, კანონისთვის თავის არიდების საშუალება არავის მიეცემა.

„ჩვენ ვართ და ვიქნებით ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში. არავის მიეცემა საშუალება, რომ კანონს თავი აარიდონ და არასწორად იმოქმედონ. ზოგადად სისტემა, რომელიც ჩვენი მხრიდან არის დანერგილი, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ეფექტურად მუშაობს და რა თქმა უნდა, ეს შედეგი სამწუხაროა, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით უკომპრომისოები და ძალიან პრინციპულები კორუფციასთან ბრძოლაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა უწყების თანამშრომლებს კიდევ ერთხელ მოუწოდა, კანონის ფარგლებში იმოქმედონ.

„კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გააფრთხილეთ თქვენი თანამშრომლები, ეს კატეგორიული მოთხოვნაა, რომ ყველა იყოს ძალიან ყურადღებით და იმოქმედონ  კანონის ფარგლებში“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics