|
2021-03-23 14:05:52, 958 ნახვა
სამართალი
გორში უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის მკვლელობისთვის ბრალდებულს უვადო პატიმრობა შეეფარდა
გორის რაიონულმა სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი პირის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ჰ.დ. დამნაშავედ ცნო. როგორც „ექსპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, ბრალდებულს სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ივლისს, ქ.გორში, ჰ.დ.-მ დ.ს.-ს, რომელსაც ეძინა და უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, განსაკუთრებული სისასტიკით, შვილების - ა.ს.-ს და ა.ს.-ს თვალწინ, განზრახ მოკვლის მიზნით, დანით სხეულის სხვადასხვა არეში რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად დ.ს. ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა ჰ.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ და მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონულმა სასამართლომ ჰ.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”,- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)