09:41 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 14:48:54, 1674 ნახვა

საზოგადოება
ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი მეწყრული ბზარები გაჩნდა - გეოლოგი აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლები ადგილზე არ უშვებენ

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია ვაშლიჯვრის ფერდობზე არ უშვებს.

როგორც თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ფერდობზე დაწყებულია ახალი ბზარების გაჩენა, რომელიც ძალიან მალე მივა თავდაპირველი ბზარების კონდიციამდე.

„ჩემზე გაბრაზებული ყოფილა მერია, რატო გვლანძღავსო და ტერიტორიაზე არ მიშვებენ, შენ გენაცვალე ჩემო ქვეყანავ, მეცნიერი ვარ მე!

ამ ტერიტორიაზე შეინიშნება დაბზარვა, ეს ახალი ბზარებია, იმ კონდიციამდე არ არის მისული, თუმცა ამ ტემპით ეს მალე მოხდება“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics