08:01 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-20 10:32:53, 684 ნახვა

სამართალი
პოლიციამ აჭარაში ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ა.ბ. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვასა და გასაღების ბრალდებით დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 5-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე განახორციელეს ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.

ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, სამართალდამცველებმა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს „ბუპრენორფინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 502 აბი, "მეტამფეტამინის“ შემცველი 13 გრამი ნარკოტიკული ნივთიერება, ასევე, 849 აბი და 12 ნატეხი „მდმა“.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics