|
2021-03-19 14:58:29, 692 ნახვა
სამართალი
სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვანთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს გირაო პატიმრობით შეუცვალა
თბილისის სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის საჩივარი, გააუქმა თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური კავშირის დამყარების ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის ოქტომბერში ა.ნ.-მ წინასწარი შეცნობით 14 წლის არასრულწლოვან გოგონასთან სექსუალური კავშირი რამდენჯერმე დაამყარა. „აღსანიშნავია, რომ ამავე საქმეზე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ასევე 12 მარტს ი.უ. დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ი.უ. არასრულწლოვან დას სისტემატიურად აყენებდა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, რადგან დაზარალებული ხვდებოდა მასზე ბევრად უფროს და დაოჯახებულ მამაკაცს. ა.ნ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ი.უ.-ს 11 პრიმა 126 მუხლის მეორე ნაწილის „დ" ქვეპუნქტით და 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით წარედგინათ. პროკურატურამ ორივე ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა, მოსამართლემ ი.უ-ს პატიმრობა, ხოლო ა.ნ.-ს გირაო 15 000 ლარის ოდენობით შეუფარდა. საქართველოს პროკურატურამ თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდა, სააპელაციო წესით, ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით გაასაჩივრა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიამ ბრალდების მხარის საჩივრის საფუძველზე, ბრალდებულ ა.ნ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქართველოს პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)