04:31 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 09:52:08, 426 ნახვა

პოლიტიკა
კრისტიან დანიელსონი დღეს მმართველ გუნდსა და ოპოზიციასთან მორიგ შეხვედრას გამართავს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებთან მორიგ შეხვედრას გამართავს.

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში პოლიტიკურ მხარეებს შორის დანიელსონის მედიაციით შეხვედრა გუშინაც გაიმართა.

როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადეს, გუშინდელ აუდიენციაზე რიგგარეშე არჩევნების საკითხის განხილვა არ მომხდარა. მათივე თქმით, აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა დღეს გაიმართება.

ცნობისთვის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი საქართველოს 12 მარტს ესტუმრა. მისი მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics