|
2021-03-17 17:02:35, 618 ნახვა
სამართალი
ტრეფიკინგის საკითხებში ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) საქართველოს შესახებ შეფასების ანგარიში გამოქვეყნდა
ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GRETA) მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ექსპერტთა ჯგუფი დადებითად აფასებს დანაშაულის პროაქტიული გამოვლენის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროში არსებული შემოწმების სპეციალური მობილური ჯგუფების რაოდენობის გაზრდას, რომლებიც მუდმივ რეჟიმში ამოწმებენ ტრეფიკინგის დანაშაულის რისკის შემცველ ადგილებს. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ინსტიტუტი, რომელიც 2020 წელს გაფართოვდა და გასული წლის სექტემბრის მდგომარეობით, სამინისტროს მასშტაბით, 15 კოორდინატორს მოიცავდა. მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ ტრეფიკინგის მსხვერპლებსა და მოწმეებთან, სამართალწარმოების ეტაპზე ახორციელებენ მათ ფსიქო-ემოციურ მხარდაჭერას, ასევე, უზრუნველყოფენ მათ მაქსიმალურ ინფორმირებულობას სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში შექმნილია სპეციალური დანაყოფი - ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციებში სხვა დანაშაულებთან ერთად შედის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საქმეებზე გამოძიების ხარისხის მონიტორინგი. დოკუმენტში აგრეთვე მოხსენიებულია საერთაშორისო თანამშრომლობისა და პოლიციის ატაშეების როლი აღნიშნულ სფეროში. კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მიმართულებით, საქართველოს 33 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული საერთაშორისო შეთანხმება/მემორანდუმი და წარგზავნილი ჰყავს 16 პოლიციის ატაშე, რომლებიც ხელს უწყობენ ინფორმაციისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, მათ შორის ტრეფიკინგის დანაშაულების გამოძიებისა და იდენტიფიცირების სფეროში. ექსპერტთა ჯგუფი ასევე მიესალმება შრომის უსაფრთხოების კანონის მიღებას, იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის გამოვლენის მიზნით შრომის ინსპექტორების რაოდენობის გაზრდას და შრომის ინსპექტორებსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მობილურ ჯგუფებს შორის თანამშრომლობის განვითარებას.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)