|
2021-03-16 13:39:47, 551 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი ალეკო ელისაშვილს - რა გაცინებთ?! თქვენ ადგილას რომ ვიყო, დილიდან-საღამომდე ვიტირებდი
რა გაცინებთ?! თქვენ ადგილას რომ ვიყო, დილიდან-საღამომდე ვიტირებდი, - ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თეა წულუკიანმა, პარლამენტის პლენარულ სხდომზე „მოქალაქეების“ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს. თეა წულუკაინი ალეკო ელისაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ბათუმის ბულვარში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობას ეწინააღმდეგება და განაცხადა, რომ აღნიშნული საკითხი მისთვისაც მიუღებელია. თეა წულუკიანმა დასძინა, რომ ალეკო ელისაშვილმა თორნიკე რიჟვაძე მექრთამეობაში დაადანაშაულა, რაზეც იმედი გამოთქვა, რომ თორნიკე რიჟვაძე მოძებნის დროს, პარტია „მოქალაქეების" ლიდერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანოს. „რა გაცინებთ?! თქვენ ადგილას რომ ვიყო ვიტირებდი დილიდან-საღამომდე, რა თავს აქიცინებთ?! თქვენ ხართ ჩვეულებრივი ფარისეველი, რომელიც წუხს ახლა ვითომ ბათუმის ბულვარზე და კულტურულ მემკვიდრეობაზე, ერთადერთი კაცი წევრი, ჩემს კომიტეტში, რომელიც წინააღმდეგ წავიდა იმისა, რომ კულტურას, ქართულ კულტურას ჰყოლოდა თავისი სამინისტრო. ხართ ერთადერთი, ვინც ამის წინააღმდეგ წახვედით, ხართ ის კაცი, რომელიც თქვენზე ბევრად უფროს კაცებსს და ქალებს მუთაქებს ეძახის, ეს არ არის კულტურის მომხრეობა, ეს არის უკულტურობა, შესაბამისად ენა იმისთვის არ მიუცია ადამიანისთვის ღმერთს, რომ ყველაფერი ილაპარაკოს, შესაბამისად მჯერა, რომ ბატონი რიჟვაძე მოძებნის დროს, რომ თქვენს წინააღმდეგ სარჩეილი შეიტანოს, იმიტომ რომ თქვენ ქრთამის აღებაში დააადანაშაულეთ, თუ აღმოჩნდება, რომ თქვენ ამის მტკიცებულებები არ გაქვთ, შემდეგ მოგიწევთ ამის უარყოფა, ეს მინდოდა მეთქვა, თუმცა ბათუმის ბულვარში ის რამდენიმე სართულიც კი, მიუღებელია ჩემთვის“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს ბათუმში 19-სართულიანი კორპუსების მშენებლობასთან დაკავშირებით თხოვნით მიმართა. „თორნიკე რიჟვაძეს თუ მისცემ ქრთამს, დაიდგამს თავზე კორპუს და ისე ივლის, ნამუსი არ შეაწუხებს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)