12:09 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 12:53:48, 557 ნახვა

საზოგადოება
ISFED სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს, რომლებიც ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე თავდასხმის სამიზნე გახდნენ

ISFED სოლიდარობას უცხადებს ქალ უფლებადამცველებს, რომლებიც ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ თავდასხმის სამიზნე გახდნენ.

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა  მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და  აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს.

„გვსურს, სოლიდარობა გამოვხატოთ ქალი უფლებადამცველების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიისა და თავდასხმის სამიზნე გახდნენ ქართველი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის მიერ ერთ-ერთ ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ.  ფაქტს  სოციალურ მედიაში ორგანიზებული აგრესიის  კამპანიის მოჰყვა როგორც არასამათავრობო ორგანიზაციების, ასევე  უფლებადამცველების მიმართ. აღნიშნული განაპირობა მათმა საჯარო პოზიციონირებამ ჩოგბურთელის  წინააღმდეგ მიმდინარე ოჯახში ძალადობის საქმესთან დაკავშირებით.

ქალ უფლებადამცველებს მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ გენდერული თანასწორობისა და სოციალური სამართლიანობისთვის მიმდინარე ბრძოლის პროცესში, რაც საზოგადოებაში დისკრიმინაციის, ძალადობისა და განსხვავებული მოპყრობის აღმოფხვრას ისახავს მიზნად. ისტორიულად, არაერთმა მოძრაობამ და ქალთა უფლებების აღიარებისთვის მიმდინარე ბრძოლამ შეუწყო ხელი საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპების, ძალადობრივი გარემოს შეცვლას, მათ შორის მისცა ქალებს შესაძლებლობა კაცების თანასწორად ესარგებლათ ფუნდამენტური უფლებებით.  სწორედ, საქმიანობის ეს სფეროები აქცევს ქალ უფლებადამცველების აქტივობას მაღალი რისკის ქვეშ, რაც ხშირად მათი დისკრედიტაციაში, სიტყვიერ და ფიზიკურ თავდასხმაში გამოიხატება. ქალი უფლებამდაცველების მიზანმიმართული, გენდერული ნიშნით განხორციელებული თავდასხმა  მიანიშნებს საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმულ მიზოგენიურ განწყობებზე და  აფერხებს ძალადობის ფაქტების საჯარო მხილების პროცესს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ზელენსკი: ნიდერლანდები დათანხმდა სპეციალური ტრიბუნალის შექმნას რუსეთის აგრესიის გამოსაძიებლად
ტეილორ სვიფტი და ტრევის კილსი დაქორწინდნენ: ახალი ერა ამერიკის „სამეფო წყვილისთვის“ დაიწყო
პუტინი: კონსტანტინოვკას განთავისუფლებას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს დემოკრატიული რესპუბლიკისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics