04:23 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 14:42:20, 534 ნახვა

პოლიტიკა
დავით სერგეენკო - ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი პუნქტი, პარლამენტში სამუშაოდ შემოსვლაა შესასრულებელი

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, შარლ მიშელის 6-პუნქტიან გეგმაში ოპოზიციის მხრიდან ერთადერთი პუნქტი, პარლამენტში სამუშაოდ შემოსვლაა შესასრულებელი.

მისი თქმით, იმ ფორმატში, რომელშიც დღეს მოლაპარაკებები მიმდინარეობს, შეთანხმების მიღწევა მალე მოხდება.

„კრისტიან დანიელსონმა განმარტა, რომ საკითხები კომპლექსურია. ის იმედიანად და ოპტიმისტურად არის განწყობილი, უბრალოდ ამისათვის საჭიროა რამდენიმე საათით მეტი დრო. მეც ოპტიმისტურად ვუყურებ იმას, რომ ასეთი ფორმატით უფრო მალე იქნება შესაძლებელი შეთანხმების მიღწევა. ის პუნქტები რაც არის ძირითადად არის ხელისუფლების პოზიციის მიერ შეთავაზებული. რაც შეეხება ოპოზიციის პუნქტებს, რამდენადაც ვიცი იქ ერთადერთი პუნქტია მათი მხრიდან შესასრულებელი - პარლამენტში შემოსვლა სამუშაოდ“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics