|
2015-01-30 16:56:43, 325 ნახვა
ვერშბოუს ინფორმაციით, ნატო-ს ცენტრის განთავსების ადგილზე გადაწყვეტილება მომავალ თვეს იქნება მიღებული
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ალექსანდრ ვერშბოუ იმედოვნებს, რომ ნატოს საწვრთნელი ცენტრის განთავსების ადგილთან დაკავშირებით, ქართველ პარტნიორებთან შეთანხმებით, საბოლოო გადაწყვეტილება მომავალ თვეს იქნება მიღებული. ამის შესახებ ვერშბოუმ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, ცენტრი წლის ბოლოსთვის ალბათ, ოპერატიული გახდება. ''ჩვენ ჩამოვაყალიბებთ საქართველოში წვრთნის და შეფასების ცენტრს. აქ უკვე იმყოფებიან სამხედრო მრჩევლების გარკვეული რაოდენობა და ისინი კიდევ ჩამოვლენ. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს, რომ გაძლიერდეს, დაჩქარდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების რეფორმირების პროცესი. ეს ცენტრი, ალბათ, ოპერატიული გახდება წლის ბოლოსთვის. მე ვიმედოვნებ, რომ ქართველ პარტნიორებთან მომავალ თვეს მოხდება საბოლოო შეთანხმება, სად იქნება განლაგებული აღნიშნული საწვრთნელი ცენტრი. ასევე, გვექნება დეტალური საუბარი ამ მისიის მასშტაბისა, თუ რა მასშტაბის იქნება, რა ტიპის სამხედრო წვრთნების განხორციელება შეგვეძლება ჩვენ საქართველოში'', - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ და აქვე დასძინა, რომ გეგმის აღსრულება სწორედ 'ძირითადი გადაწყვეტილებების' მიღების შემდგომ დაიწყება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)