04:06 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 14:52:12, 514 ნახვა

პოლიტიკა
ირმა ინაშვილი - მოლაპარაკებებზე ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, პლებისციტი ხაფანგია და არა კომპრომისი

„მოლაპარაკებებზე ისევ ახალი არჩევნების საკითხს დავაყენებთ, პლებისციტი ხაფანგია და არა კომპრომისი“, - ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ირმა ინაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ გაჯიუტებას უნდა მოეშვას და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.

„ჩვენ ელჩებთან მოლაპარაკების ფორმატში ერთადერთ საკითხს ვაყენებდით და დღესაც ამ საკითხს ვაყენებთ ეს უკავშირდება ახალი არჩევნების დანიშვნას და უკვე თანმდევ საკითხებს, საარჩევნო სისტემის და მთლიანად გარემოს შეცვლა. ამიტომ ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ შემდგომ რაუნდში და იმავე საკითხს დავაყენებთ. კარგი იქნება, თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება გააცნობიერებს, რომ ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის არა გაჯიუტებაში, ეს ოპოზიციასაც ეხება და ხელისუფლებასაც, არამედ ახალი არჩევნების დანიშვნაში“, - განაცხადა ირამ ინაშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics