|
2021-03-11 12:27:56, 373 ნახვა
საზოგადოება
11 მარტიდან „პოლიციის ფაილების“ მესამე სეზონი იწყება
დღეიდან ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში კრიმინალურ-დოკუმენტური სერიალის - „პოლიციის ფაილების“ მესამე სეზონი იწყება. სერიალი ეთერში ყოველ ხუთშაბათს, 23:00 საათზე გავა. „პოლიციის ფაილები“ Investigation Discovery-ის ოფიციალური ლიცენზიის მფლობელი სერიალია. იგი შინაგან საქმეთა სამინისტროს და Nova Productions-ის ერთობლივი პროდუქტია. სერიალი მიზნად ისახავს, საზოგადოებას გააცნოს საქართველოს პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა, საგამოძიებო პროცედურები და დაანახოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა. სერიალის ძირითადი სცენარი აგებულია ისეთ აქტუალურ საკითხებზე, რომლებიც დღესდღეობით დიდ გამოწვევად რჩება საზოგადოებაში, ესენია: ნარკოტიკებით ვაჭრობა, ორგანიზებული დანაშაულის, კრიმინალური სამყაროს, კიბერდანაშაულის, ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა და ა.შ. ხუთშაბათობით ფილმის ნახვა მოქალაქეებს, ტელეკომპანია „იმედზე“ ჩვენების პარალელურად, სოციალურ ქსელშიც შეუძლიათ - შინაგან საქმეთა სამინისტროს და „პოლიციის ფაილების“ ოფიციალურ გვერდებზე.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)