03:59 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 17:28:22, 572 ნახვა

პოლიტიკა
გიგა ბოკერია ბერა ივანიშვილს - თუ „ქუჩურ“ და „ქართულ გაგებას“ აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე

„თუ „ქუჩურ“ და „ქართულ გაგებას“ აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე“,  - ამის შესახებ „ევროპული საქართელოს“ ერთ-ერთი ლიდერი,  გიგა ბოკერია აცხადებს.

როგორც ის აღნიშნავს, ბერა ივანიშვილმა „იმედის“ ეთერში,  ფაქტობრივად,  დანაშაული აღიარა.

„ეს განცხადება არის არამარტო აღიარებითი ჩვენება, არამედ მუქარა მთელი საზოგადოების მიმართ, მათი ვინც რაღაც არაკორექტულად დაწერა სოციალურ ქსელში, რაც ჩვეულებრივი ამბავია, როდესაც ცნობილი ფიგურა ხარ, გინდ პოლიტიკაში, გინდ კულტურაში, ეს ამ ცხოვრების ნაწილია. როდესაც ასე იმუქრები, ეს არის განაცხადი ავტორიტარული სახელმწიფოს. ამიტომ გვახსენდება კადიროვი. ბუნებრივია, იქ უფრო სასტიკი მეთოდებით ხდება ეს ყველაფერი. რაც შეეხება ძალიან იაფფასიან „ქუჩურ“ თუ „ქართულ გაგებას“, რომ არ ვაპატიებ, თუ მაგ არასწორ გაგებას აწვები, პოლიციელებს არ უნდა უგზავნიდე“, - აცხადებს გიგა ბოკერია.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics