|
2021-03-10 14:23:15, 427 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს, ოთარ შამუგიას და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს, შეინ როზენტალს შორის ონლაინ შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა აზიის განვითარების ბანკის მიერ საირიგაციო ქსელების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის მიმართულებით ინვესტირების განხორცილების საკითხზე იმსჯელეს. სამიზნე ობიექტებად განიხილება ქვემო სამგორის მარცხენა მაგისტრალური არხისა და შიდა ქსელების და ტბისი-კუმისის საირიგაციო სისტემის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღდგენა, ასევე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შპს „საქართველოს მელიორაციის" ინსტიტუციური და მართვის მექანიზმების გაძლიერება. შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი სამსახურების, შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის უფროსი იასმინ სიდიქი, საქართველოში წყლის რესურსების სექტორის განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ფრენკ რადსტაკე და პროექტების მმართველი ავთანდილ ცხვიტავა, ასევე, ბრიტანული საკონსულტაციო ფირმის „ლენდელ მილზი“ ექსპერტები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)