|
2021-03-10 11:29:07, 566 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულ პირებს დახმარების პაკეტს შესთავაზებს
თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულ პირებს დახმარების პაკეტს შესთავაზებს. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მათ სჭირდებათ თანადგომა. ეს არის სფერო რომელმაც ჩვენს დედაქალაქს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი მოიზიდა უამრავი ტურისტი და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა. აუცილებელი ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ელექტრონული მუსიკის სივრცეები და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ მოტივაცია, რომ პანდემიის პერიოდში საქმიანობა განაგრძონ. ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა. ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარებას მიიღებს მინიმუმ 500 შემოქმედი. 50 მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში მუსიკოსები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა მოხდება. იქნება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა. დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)