|
2021-03-10 10:18:57, 410 ნახვა
სამართალი
მიხეილ სარჯველაძემ უვადო პატიმრებს უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო
N8 პენიტენციურ დაწესებულებაში უვადო მსჯავრდებულებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა გააცნო. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და უვადო მსჯავრდებულებმა პროგრამის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსებში შესული ცვლილებების მიხედვით, უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა სასჯელის გადასინჯვის ახალი, განსხვავებული მექანიზმი ამოქმედდა. იმისათვის რომ უვადო მსჯავრდებულს აღნიშნული შეღავათი შეეხოს, სხვა გარემოებებთან ერთად ერთ-ერთ პირობას იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამის წარმატებით დაძლევა წარმოადგენს. გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამაში ჩართვა შეუძლია უვადო თავისუფლებააღკვეთილ პირს, რომელმაც ფაქტობრივად მოიხადა თავისუფლების აღკვეთის არანაკლებ 12 წელი და წერილობით თანხმობას აცხადებს პროგრამაში მონაწილეობაზე. პროგრამა 8 ეტაპისგან შედგება, მისი ხანგრძლივობაა 2 წელი და პენიტენციური სისტემის გარდა მის განხორციელებაში ჩართულია სსიპ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტო და სსიპ მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. პროგრამის მიზანია უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირების სასჯელის შემდგომი მოხდისაგან კანონით დადგენილი ვადამდე გათავისუფლების ეტაპის დადგომამდე, შემთხვევის მართვის ფარგლებში, მსჯავრდებულთა ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში (ინტერვენციებში), რომლებიც ხელს შეუწყობს მათ რეაბილიტაციას და რესოციალიზაცია-რე ინტეგრაციისთვის მზადებას. შეფასების პროცესი მოიცავს როგორც მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების, ასევე მნიშვნელოვანი ზიანის რისკის, ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებას და დაზარალებულთან ან მის უფლებამონაცვლე მხარესთან დაკავშირებული ინფორმაციის ამსახველი ანგარიშის მომზადებას. გამოვლენილი საჭიროებებისა და კრიმინოგენური ფაქტორების გათვალისწინებით დგება გათავისუფლებისთვის მომზადების ინდივიდუალური პროგრამა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)