2021-03-07 13:49:42, 6597 ნახვა
პოლიტიკა ეკონომიკა სამართალი საზოგადოება კომენტარი მსოფლიო კულტურა Lifestyle რეგიონი სამხედრო სპორტი ციტატები სხვადასხვა
„დემოკრატიის ინდექსი“ ჩანაწერებზე - თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაცია გამოძიების დაწყების უპირობო საფუძველია
“დემოკრატიის ინდექსი-საქართველო“ ბერა ივანიშვილსა და საქართველოს პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს შორის სატელეფონო საუბრის ჩანაწერს ეხმაურება და აცხადებს, რომ ტელეკომპანია „TV პირველის“ ეთერში გაჟღერებული ფარული ჩანაწერი, უპირობოდ გამოძიების დაწყების საფუძველია. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. “2021 წლის 6 მარტს ტელეკომპანია TV პირველის ეთერში გაჟღერებული ფარული ჩანაწერი, უპირობოდ გამოძიების დაწყების საფუძველია, რამდენადაც იგი შეიცავს ინფორმაციას ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ[1]. ამასთან, შესაძლო დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მედიისთვის მიწოდება, ნაცვლად სამართალდამცავი ორგანოებისთვის შეტყობინებისა, წარმოადგენს დანაშაულის მხილების ერთ-ერთ კანონიერ ფორმას და მიუთითებს მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან მამხილებლის დაცვის ქმედითი მექანიზმების არარსებობაზე. აუდიოჩანაწერებიდან გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლო მძიმე დანაშაულის მონაწილენი არიან მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის მოქმედი პრემიერ მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი. მით უფრო მწვავე ხდება სიტუაცია, როდესაც სავარაუდო დანაშაულის მსხვერპლი შესაძლოა იყოს არასრულწლოვანი პირი. რამდენადაც დიალოგი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, პირველ რიგში ამ დანაშულის გამოძიება ხდება პრიორიტეტი და არა იმ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევაზე პასუხისმგებლობა, რომლითაც სავარაუდო დანაშაული მჟღავნდება. აღნიშნული განპირობებულია დანაშაულის გამოვლენის აღმატებული საჯარო ინტერესით და მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულში სავარაუდოდ მაღალი თანამდებობის პირები იმხილებიან. უფრო კონკრეტულად, საქართველოს კანონმდებლობით[2], კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევა, თუ ის დანაშაულის შესახებ ინფორმაციას შეიცავს და იგი გამოძიების ორგანოს გადაეცემა, პასუხისმგებლობის საფუძველს აღარ წარმოადგენს. ამდენად, კერძო საიდუმლოების დარღვევა, როგორც დანაშაული, აღარ არსებობს. მოცემულ შემთხვევაში, უპირობოდ უნდა დაიწყოს გამოძიება. გამოძიებით, პირველ რიგში, უნდა დადგინდეს აღნიშნული დიალოგების ავთენტურობა, მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. ამას მოითხოვს სამართლებრივი სახელმწიფოს და კანონის უზენაესობის პრინციპები. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ, ობიექტური, ყოველმხრივი და სანდო გამოძიებით დადასტურდა გავრცელებული დიალოგის ფაბრიკაცია, შეიძლება გამოიკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევისთვის პასუსისმგებლობის საკითხი, ვინაიდან დანაშაულის გამჟღავნება, თუნდაც კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევით, საქართველოს კანომდებლობით პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება. გავრცელებულ დიალოგში გაჟღერებული სავარაუდო დანაშაულის გამოძიების პრიორიტეტულობასთან ერთად, ასევე, ნათელი ხდება მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული სახელმწიფოს უუნარობა. სახელმწიფო სუსტია, დაიცვას პირი დანაშაულის შეტყობინების შემთხვევაში მოსალოდნელი ანგარიშსწორებისგან - ინფორმაციის წყარომ გამოძიების ნაცვლად მასალა მედიასაშუალებებს გადასცა. აღნიშნული ბუნებრივი და განსაკუთრებით დამახასიათებელია ისეთი ვითარებისთვის, როცა მამხილებელის დაცვის საკანონმდებლო და პრაქტიკული მექანიზმები ფაქტობრივად არ არსებობს ან როცა სავარაუდო დანაშაულში ფიგურირებენ მმართველი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, რაც კიდევ უფრო ამცირებს დანაშაულის მიუკერძოებლად გამოძიების მოლოდინს. მამხილებლის ინსტიტუტის არარსებობამ თავი იჩინა სხვა გახმაურებულ საქმეებშიც. აღნიშნულის საპასუხოდ ორგანიზაციამ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულში მოუწოდა საქართველოს პარლამენტს, ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად დაუყოვნებლივ შეექმნა სამუშაო ჯგუფი[3]. სამწუხაროდ, პარლამენტს საპასუხო არცერთი ნაბიჯი დღემდე არ გადაუდგამს. ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას: - დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და დაუყოვნებლივ დაადგინოს კომუნიკაციის ავთენტურობის ხარისხი, მაღალი თანამდებობის პირების მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენის გამოვლენის მიზნით. - გამოძიება ჩაატაროს ყოველმხრივ, ობიექტურად და დროულად. - გამოძიების მიმდინარეობისას დაიცვას ყველა ის ზომა, რამაც უნდა უზრუნველყოს აღნიშნული გამოძიების მიმართ საზოგადოების ნდობა. - გამოკვეთოს კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის საკითხი იმ შემთხვევაში თუ, დადგინდება აუდიო ჩანაწერების ფაბრიკაციის ფაქტი. ორგანიზაცია განმეორებით მოუწოდებს პარლამენტს: - ყველა დაინტერესებული სუბიექტის ჩართულობით, მოწმეთა დაცვისა და მამხილებლის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, მხილებისა და მამხილებლის დაცვის ეფექტური საკანონმდებლო ბაზის შესამუშავებლად, დაუყოვნებლივ შექმნას სამუშაო ჯგუფი“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი, „ბარდასი“ - საკანცელარიო მაღაზია ბორჯომში, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
უკრაინის ომბუდსმენი კურსკის ოლქში, ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
ზურაბიშვილი ბორელს - საქართველო თქვენს ურყევ მხარდაჭერას მისი ევროპული მომავლისა და მისწრაფებების მიმართ ძლიერ აფასებს
მიხეილ სარჯველაძე დღის ცენტრების მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა
|
ომი უკრაინაშიუკრაინის ომბუდსმენი კურსკის ოლქში, ალყაში მოხვედრილი უკრაინელი სამხედრო ტყვეების სავარაუდო დახვრეტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
კანადის მიერ შეძენილი NASAMS-ის საჰაერო თავდაცვის სისტემა უკრაინას გადაეცემა
არჩევნები 2024
ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა
ცესკო - „სმარტმატიკი“ ადასტურებს, რომ სპეციალური მარკერები საარჩევნო ადმინისტრაციას მან მიაწოდა
ვიდეო/LIVE " style="margin-left:0%;margin-right:0%;" frameborder="0" allowfullscreen> აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა
საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციას და ხელისუფლებას ახალ არჩევნებამდე მისვლის გზებს სთავაზობს
დღის თემა
1000 დღე უკრაინაში ომის დაწყებიდან
მთავარი თემა
|