|
2021-03-07 10:13:23, 411 ნახვა
საზოგადოება
„გამოდი ღირსებისთვის“ - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შემდეგ, სადა ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილი საუბარი გაასაჯაროვეს, სოციალურ ქსელში მორიგი აქცია დაანონსდა. აქციის ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ ჩანაწერი იმ რეალობას ასახავს სადაც ვცხოვრობთ. „ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ გარემოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, მაფიოზურად მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და იყენებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასასჯელად! პირადი შურისძიების მიზნით, ივანიშვილების ოჯახი მზადაა, ღირსება შეულახოს და ფიზიკურად მოაკვდინოს სკოლის მოსწავლე ბავშვებიც კი! ამიტომ მოდი აქციაზე, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი და პირადი ღირსება!“, - წერია გავრცელებულ განცხადებაში. აქციის ორგანიზატორები „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრები არიან, აქცია 9 მარტს, სამშაბათს, 15:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)