04:30 - 27 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-06 10:14:36, 841 ნახვა

პოლიტიკა
ეუთო/ოდირის ანგარიშის თანახმად, საქართველოში არსებულ საარჩევნო კანონმდებლობაში ხარვეზები და ბუნდოვანება ისევ არსებობს

ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში არსებული საარჩევნო სამართლებრივი ჩარჩო, საერთო ჯამში, დემოკრატიული არჩევნების გამართვის საფუძველს იძლევა, თუმცა ოდირის წინა რეკომენდაციების მიუხედავად, საარჩევნო კანონმდებლობაში მაინც არსებობს ხარვეზები და ბუნდოვანება.

დოკუმენტის თანახმად, ინკლუზიური საკონსულტაციო პროცესის შედეგად დამტკიცებული ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებებით ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის და ევროპის საბჭოს მიერ მანამდე გაცემული რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა, „თუმცა, გარკვეული რაოდენობის რეკომენდაციები კვლავ შეუსრულებელია, მათ შორის კამპანიის წარმოებასთან, არჩევნების ადმინისტრირებასთან, კამპანიის დაფინანსებასთან, მედიასთან, გასაჩივრების პროცესთან დაკავშირებით, ასევე ყველა დონეზე შედეგების ხელახლა დათვლისა და ანულირების შესახებ ნორმატიულ ხარვეზთან დაკავშირებით.

ანგარიშში საუბარია საარჩევნო ადმინისტრაციის საკითხზეც და აღნიშნულია, რომ არჩევნები სამი დონის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობით იმართებოდა და საარჩევნო ადმინისტრაციამ კანონით დადგენილი ვადები დააკმაყოფილა. ცესკო ზოგადად ეფექტიანად მართავდა არჩევნების ტექნიკურ ასპექტებს კოვიდ-19-ის პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების პირობებში.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგულარულად ატარებდა სხდომებს, რომლებიც ღია იყო აკრედიტებული საარჩევნო სუბიექტების, დამკვირვებლებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის. მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი არ განხილულა ცესკო-ს მიერ ღია სესიებზე, რაც კანონთან შესაბამისობაში იყო, თუმცა ზღუდავდა გამჭვირვალობას. საარჩევნო ადმინისტრაციაში მმართველი პარტიის დომინანტური წარმომადგენლობა, განსაკუთრებით დაბალ დონეებზე, უარყოფითად აისახებოდა საარჩვენო კომისიების მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით საზოგადოების აღქმაზე“, - ნათქვამია დოკუმენტში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
განათლების კოალიცია - ვუერთდებით სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების პეტიციას - ღირსების შემლახავ რეესტრში არ დავრეგისტრირდებით
კანადა უკრაინას საბრძოლო თვითმფრინავების წარმოებისთვის 2,3 მილიონ დოლარზე მეტს გამოუყოფს
14 სენატორი კობახიძეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს
ბაიდენი - აშშ მიმდინარე კვირაში უკრაინისათვის იარაღის გაგზავნას დაიწყებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics