|
2021-03-05 17:32:43, 535 ნახვა
საზოგადოება
ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლების თარიღზე შეთანხმება არ შემდგარა
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტი ხელმძღვანელის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, რომ შეხვედრაზე საუბარი იყო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების შესახებ, თუმცა რაიმე კონკრეტულ თარიღზე შეხვედრაზე არ უსაუბრიათ. „განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დასრულდა აქტუალურად. მოგეხსენებათ, რომ მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც სხვათა შორის დღევანდელ შეხვედრაზეც იყო მკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გაკეთდა შეთავაზება, რომ ზოგადად ამგვარ შემთხვევებში აუცილებელია საკითხი ჰუმანიტარულ პერსპექტივაში გადაწყდეს. ამ ეტაპზე თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა მოქალაქე გათავისუფლდება. ამ საკთხზე საუბარი რაიმეს სანაცვლოდ არ ყოფილა“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)