|
2021-03-05 11:30:21, 673 ნახვა
სამართალი
NGO-ები ნამახვანჰესის კასკადზე მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართავენ
„საია“ და „მწვანე ალტერნატივა“ ნამახვანის ჰესების კასკადზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მოქმედების შეჩერებას ითხოვენ. NGO-ები მშენებლობის ნებართვის შესაჩერებლად სასამართლოს მიმართავენ. „2021 წლის 05 მარტს საია და მწვანე ალტერნატივა ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დასაცავად თბილისის საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავენ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის იმ ბრძანების მოქმედების შეჩერებას მოითხოვენ, რომლითაც ნამახვანის ჰესების კასკადზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გაიცა. საქმისათვის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან გასაჩივრებული აქტის აღსრულება არსებით და შეუქცევად ზიანს აყენებს როგორც ბუნებრივ, ასევე კულტურულ გარემოს, საფრთხეს უქმნის ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას და შეუძლებელს ხდის მათი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაცვას. აქტის მოქმედებით დამდგარ ზიანსა და უკანონობას ადასტურებს წყალტუბოს მაგისტრატ სასამართლოში მიმდინარე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეც შპს „ენკა რინიუებლზის“ მიერ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით განსაზღვრული მთელი რიგი პირობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ რიონის ხეობის მოსახლეობა ნამოხვაჰესის მშენებლობის წინააღმდეგ 132-ე დღეა აპროტესტებენ. ცნობილია ისიც, რომ დღეს პრემიერ-მინისტრის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და სოფლის მეურნეობის, მინისტრი ლევან დავითაშვილი ნამახვანში ჩავლენ.
საქართველოს ბანკისა და სულაკაურის შეთავაზება მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის
ალიანსი: 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულები არიან პოლიტიკური პატიმრები
ლელო: სპეცრაზმელების დაკავება არის ოცნების მორიგი ფარსი და თავის გადარჩენის მცდელობა
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)