20:27 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:39:01, 581 ნახვა

საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - „კოვაქს“ პლატფორმიდან „ნოვა ვაქსის“ ვაქცინის შემოთავაზება მივიღეთ

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კოვაქს“ პლატფორმამ საქართველოს ამერიკული კომპანიის მიერ წარმოებული „ნოვა ვაქსის“ ვაქცინა შესთავაზა.

მისი თქმით, აღნიშნული ვაქცინა „კოვაქს“ პლატფორმაზე ორი თვის განმავლობაში განთავსდება.

„კოვაქს“ პლატფორმაზე დღეს დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გადარიცხა 575 ათასი დოლარი. მოგეხსნებათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრი შესყიდვებს აწარმოებს გაეროს ბავშვთა ფონდის საშუალებით და დარწმუნებული იყავით, რომ „კოვაქს“ პლატფორმიდან ვაქცინების პირველი პარტია შემოვა ამ თვეში და საქართველოში ვაქცინაცია დიდი ალბათობით, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დაიწყება. დილას დამიდასტურეს, რომ ფული გადარიცხულია იუნისეფზე, რომელსაც შემოაქვს ვაქცინა. დანარჩენი, რასაც „კოვაქს“ პლატფორმა გამოაცხადებს, არ ვიცი.

ვიცი ის, რომ ჩვენ გუშინ მივიღეთ შემოთავაზება „კოვაქს“ პლატფორმიდან მეორე ძალიან პერსპექტიული ვაქცინის გარდა „ასტრაზენეკასი“, ასევე ახალი ამერიკული „ნოვა ვაქსი“, რომელიც დაახლოებით ორი თვის შემდეგ განთავსდება „კოვაქს“ პლატფორმაზე და გვეკითხებიან, მზად არის თუ არა საქართველო. ეს არის ახალი ინოვაციური ვაქცინა „ნოვა ვაქსი“, რომელსაც საქართველო მიიღებს. გარდა „კოვაქს“ პლატფორმისა, ჩვენ „ნოვა ვაქსთან“ და მის მწარმოებელთან გვაქვს პირდაპირი მოლაპარაკება დამატებითი დოზების მიღებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics