|
2021-03-02 12:23:00, 621 ნახვა
სამართალი
დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვაში ბრალდებულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამის შესახებ განცხადებას გენერალურ პროკურატურაში. „ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სამსახურებრივი მდგომარეობისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით, დიდი ოდენობით საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვის ფაქტზე, შპს „ორბიტას" დირექტორი მ.კ დამნაშავედ ცნო. ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ხულოს მუნიციპალიტეტში, „ხიხაძირი-თხილვანა-ბაკოს" საავტომობილო გზის მონაკვეთის რეაბილიტაციის მიზნით, გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ორბიტას" დირექტორმა მ.კ.-მ, სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებისას, წარადგინა ერთ-ერთი კომერციული ბანკის სახელით დამზადებული ყალბი საბანკო გარანტიები, რის საფუძველზეც შპს „ორბიტას" საბანკო ანგარიშზე ავანსის თანხა 188 000 ლარი ჩაერიცხა. აღნიშნული თანხიდან მ.კ.-მ მხოლოდ 43 535 ლარის ღირებულების სამუშაოები შეასრულა, ხოლო ავანსის დარჩენილი თანხა - 144 465 ლარი, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით გაფლანგა, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტს დიდი ოდენობით ზიანი მიაყენა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა, შპს „ორბიტას" დირექტორი მ.კ. 2020 წლის 08 ივნისს სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მ.კ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით (ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია) და 182-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ" და მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტებით (გაფლანგვა, სამსახურებრივი მდგომარების გამოყენებით და დიდი ოდენობით), წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - აცხადებენ პროკურატურაში.
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)