|
2021-03-01 16:57:37, 610 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი ვაშაძის განცხადებით, ოპოზიცია მზად არის, რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად პლებისციტზე წავიდეს
რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია, წავიდეთ პლებისციტზე, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ეს არის ფუნდამენტური კომპრომისი, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს. „პირდაპირ გეტყვით, რომ უფრო ნაკლებს ველოდი ამ შეხვედრისგან, ვიდრე ვნახე. დავინახე, რომ შარლ მიშელი აპირებს ჩაერთოს ამ პროცესში თუკი მზაობა იქნება ჩვენი მხრიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის უმაღლეს დონეზე აიწევს ის კრიზისი, რომლის საკითხიც საქართველოში არის. მეორე ძალიან სერიოზული განაცხადი რაც იყო ფასილიტაციიდან მედიაციისკენ, ეს არის ორი განსხვავებული რამ - ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ შეთანხმების ალტერნატიულ წინადადებებს თვითონაც წარმოადგენს ევროკავშირის მხარე იმისთვის, რომ მის ასოცირებული წევრის სტატუსის მქონე ქვეყანაში კრიზისი მოგვარდეს. მესამე - მე დავინახე, რომ პოლიტიკური პატიმრების საკითხი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაიხუროს ამ ქვეყანაში. ეს არის განცდა ევროკავშირის მხრიდან. არ არის ნორმალური გარემო, როდესაც ასეთი რამ ხდება ქვეყანაში. დიდი მადლობა მათ ამ პოზიციისთვის. დარწმუნებული ვარ, სერიოზული წინსვლა გვექნება. მეოთხე - ორი დღის წინ ვთქვი, რომ შეთანხმება იქნება მარტის თვის ბოლომდე. რა თქმა უნდა, იმ საკითხებზე, რაზეც ჩვენ ვმსჯელობთ იქნება პატიმრების საკითხი და არჩევნების საკითხი. ამ თემებთან დაკავშირებით გარკვეული შეთანხმება უნდა შედგეს. ჩვენ მხარესთან იყო თხოვნა, რომ უნდა ვიყოთ გარკვეულწილად კომპრომისულები. კომპრომისად ვთქვით, რომ რიგგარეშე არჩევნების ნაცვლად შეგვიძლია წავიდეთ პლებისციტზე. ჩემი აზრით, ეს ფუნდამენტური და დიდი კომპრომისია, რომელიც ოპოზიციას გაცხადებული აქვს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)