06:33 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 13:35:36, 576 ნახვა

საზოგადოება
ავტომინი - თქვენ უკეთ იცით რისი დაზღვევა გსურთ

დღეისათვის ავტოდაზღვევის ბაზარზე არაერთი კომპანია მოქმედებს, რომელთაც სხვადასხვა სახის სადაზღვევო ნაკრებები აქვთ წარმოდგენილი. თუ ავტომობილის დაზღვევა გსურთ, შესაძლოა დაიბნეთ კიდეც და გაგიჭირდეთ შემოთავაზებული ნაკრებებიდან იმ ერთის გამორჩევა, რომელიც სწორედ თქვენზე იქნება მორგებული. თიბისი დაზღვევა ავტომინის ნაკრებით სწორედ ამის საშუალებას გაძლევთ - თავად აირჩიოთ მოცემული რისკებიდან რა არის თქვენთვის მთავარი. ავტომინის შეძენისას მძღოლი ირჩევს შემოთავაზებული დაფარვებიდან სასურველს და თავისივე განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში ადგენს მისთვის  მისაღებ ნაკრებს. მართლაც და, მძღოლზე უკეთ ვინ იცის, რისი დაზღვევა სურს?

დაზღვევის შეძენისგან ავტომფლობელები ხშირად თავს იკავებენ და იმიზეზებენ სიძვირეს ან ისეთი რისკების დაფარვას, რაც არ სჭირდებათ. მაგალითად, ფიქრობენ, რომ თავისი მიზეზით ავარია არ მოუხდებათ. თუ თქვენც ასე თვლით და მიგაჩნიათ, რომ კარგი და ყურადღებიანი მძღოლი ხართ, რომელიც გზებზე ფრთხილად და წესების დაცვით გადაადგილდება, რატომ უნდა გადაიხადოთ ზედმეტად? ავტომინისნაკრებითსწორედ სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების დაზღვევა შეგიძლიათ. თუ თქვენი ბრალი არაფერია, მაშინ სანერვიულოც არ გექნებათ - თიბისი დაზღვევა ზიანს აგინაზღაურებთ.

ეს პირობა ავტომინის ყველა ნაკრებშია გათვალისწინებული. ამის შემდეგ კი უკვე თავად შეგიძლიათ აირჩიოთ სასურველი დაფარვები და ნაკრები გაამრავალფეროვნოთ. აირჩიეთ ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთი, რამდენიმე ან ყველა  დაფარვა - თქვენ ყველაზე უკეთ იცით რისი დაზღვევა გსურთ:

  • ავტომინის ნაკრებით შეგიძლიათ დააზღვიოთ ხანძრის, აფეთქების, საგნების დაცემის, ვანდალიზმის და ქურდობის შემთხვევები;
  • ასევე შეგიძლიათ დააზღვიოთ ავტომობილის საქარე მინა;
  • ნაკრების განვრცობას შეძლებთ სტიქიური მოვლენების, მათ შორის სეტყვისა და მიწისძვრის შემთხვევების დაზღვევით;
  • ავტომინი ასევე საშუალებას გაძლევთ ნაკრებს დაუმატოთ მესამე პირთა მიმართ თქვენი პასუხისმგებლობის დაზღვევაც, რაც მთლიანობაში დააზღვევს ყველანაირ ავტოსაგზაო შემთხვევას ბრალეული მხარის მიუხედავად.

ავტომინი ყველაზე მოქნილი, მოსახერხებელი და ბიუჯეტური დაზღვევაა, თუმცა ის სხვა ნაკრებებისგან ერთი კონკრეტული უპირატესობით გამოირჩევა - ავტომინი უფრანშიზო დაზღვევაა. ყველა სადაზღვევო შემთხვევა აქ თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის გარეშე, ლიმიტის ფარგლებში, სრულად ანაზღაურდება.

რაცშეეხება ანაზღაურების ლიმიტებს, ეს დამოკიდებულია თქვენი ავტომობილის გამოშვების წელსა და ძარის ტიპზე. ზოგადად კი, ლიმიტი შეიძლება იყოს 5 000₾, 10 000₾ ან 20 000₾.

ავტომინის შეძენა მარტივია - ამისათვის მხოლოდ ინტერნეტთან წვდომა და რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ. თუ თქვენ 21-დან 65 წლამდე ხართ, გაქვთ მართვის მოწმობა და ავტომობილს მხოლოდ პირადი დანიშნულებით იყენებთ, მაშინ შეგიძლიათ გადახვიდეთ თიბისი დაზღვევის ვებგვერდზე, სადაც ონლაინ, ყოველგვარი დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე შეძლებთ სადაზღვევო პოლისის შეძენას.

თიბისი დაზღვევის ციფრულ პლატფორმაზე სხვა მნიშვნელოვან სერვისებსაც ნახავთ, რომელთა დახმარებით დისტანციურად შეძლებთ სადაზღვევო კომპანიასთან მარტივ და კომფორტულ ურთიერთობას. ონლაინ სივრცეში ხელმისაწვდომია როგორც სხვადასხვა სადაზღვევო პროდუქტების შეძენა, ასევე ყოველთვიური პრემიების გადახდა. სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურებასაც ონლაინ მიიღებთ.გადახედეთ ვებგვერდს, გაეცანით სხვადასხვა ნაკრებს და დააზღვიეთ ის, რაც გჭირდებათ.




ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი