12:03 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-01 12:29:17, 607 ნახვა

სამართალი
პროკურორი - დაცვის მხარეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულის მიერაა ჩადენილი.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლეს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს.

„წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუთივე ბრალდებულის მიერაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილი და ამაში ჩემი აზრით, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება.

არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მთელი ამ პროცესების განმავლობაში აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს არ ჰქონდა ჩართული ინტერნეტი.

რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც ნიკა რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, მათი ყველა ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ არ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მცხეთის რაიონული სასამართლო საბოლოო განაჩენს მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics