22:12 - 16 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 16:36:10, 470 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამ დროისთვის, 7 კარავია გაშლილი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამოქალაქო აქტივისტებმა კარვები გაშალეს. ამ დროისთვის, ადგილზე 7 კარავია განთავსებული.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, შესაძლოა კარვების რაოდენობა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა დღეს აქცია გამართეს, რომელიც ფილარმონიიდან, მსვლელობის სახით დაიწყო.

ოპოზიციურმა პარტიებმა დღევანდელ აქციაზე მათი სამოქმედო გეგმა გააჟღერეს და უწყვეტი პროტესტი, სახელმწიფო უწყებების პიკეტირებით, დაანონსეს. 

ამასთანავე, ოპოზიციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მათი მოთხოვნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, უცვლელია.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მიხეილ სააკაშვილი: რიყის თეატრი თქვენი მემკვიდრეობაა, რომელსაც ახლა ხალხს ართმევენ
გეგელია: კრემლი ღიად აქებს „ოცნების“ მთავრობას მეასედ
ირაკლი კობახიძე – საქართველო და თურქმენეთი სტაბილური და სანდო სავაჭრო პარტნიორები არიან
ახალქალაქში, საკუთარ სახლში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics