09:41 - 18 Apr, 2021
2021-02-26 15:30:20, 444 ნახვა

პოლიტიკა
ჟიგიმანტას პავილიონისი კოლეგებთან ერთად განცხადებას ავრცელებს და ქართველებს გაერთიანებისკენ მოუწოდებს

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი, ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთის, ჩეხეთის, გერმანიის, ბრიტანეთისა და აშშ-ის პარლამენტების საგარეო საქმეთა კომიტეტების ხელმძღვანელები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისიზე თავდასხმამ და ნიკა მელიას დაკავებამ გამოავლინა საქართველოში დემოკრატიისა და თავისუფლების სისუსტე.

„ძალადობა შეუთავსებელია საქართველოს მთავრობის მითითებულ მისწრაფებებთან და ეწინააღმდეგება 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებას, რომელიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის გაფორმდა ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩების ხელშეწყობით“, - აღნიშულია განცხადებაში.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ საქართველოს მოქალაქეებს, რომ გაერთიანდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები არსებული პრობლემები მოსაგვარებლად.

„ჩვენ მოვუწოდებთ ქართველებს, რომ გაერთიანდნენ და მიიღონ პოლიტიკური გადაწყვეტილებები იმ პრობლემების მოსაგვარებლად, რომლებიც ბოლო წლებსი ჩვენ დავინახეთ და არ მიმართონ სხვა ერების მიერ გამოყენებულ ტაქტიკას, ქართველი ხალხის ინტერესების საზიანოდ

დესტბილიზაცია და ანტიდემოკრატიული მოქმედებები საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული და აქამდე გაგრძელებული ვითარება, ხაზს უსვამს, რომ ძალაუფლების მქონე ყველა პირის პიროვნულ პასუხისმგებლობას თავშეკავებისკენ და შედეგებისკენ მთელი ერისთვის, მათთვის, ვინც ამას არ აკეთებს.

საქართველოს, როგორც ევროპული ოჯახის თავისუფალი წევრის ადგილი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ საფრთხე ემუქრება თავისუფლებას, ძალადობისა და შეტევების გამო“, - ვკითხულობთ წერილში.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ჩინური ვაქცინა საქართველოშია












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics