21:35 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-26 13:05:57, 469 ნახვა

საზოგადოება
შსს: ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქციის გამო, დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დღეს დედაქალაქში დაგეგმილი საპროტესტო აქციის გამო თბილისის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

როგორც „ექსპრესნიუსს“ უწყებიდან აცნობეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 13:00 საათიდან დროებით შეიზღუდება გადაადგილება პეტრე მელიქიშვილის ქუჩასა და მერაბ კოსტავას გამზირზე.

მსვლელობისა და აქციის დროს ასევე შეიზღუდება გადაადგილება რუსთაველის გამზირსა და მასზე გამომავალ შემდეგ ქუჩებზე:

• ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩა

• მიტროფანე ლაღიძის ქუჩა

• ბესიკის ქუჩა

• ლესია უკრაინკას ქუჩა

• ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩა

• 9 აპრილის ქუჩა

• ანტონ ფურცელაძის ქუჩა

• არჩილ ჯორჯაძის ქუჩა

• გია ჭანტურიას ქუჩა

• რეზო ლაღიძის ქუჩა

• ვასო აბაშიძის ქუჩა

• მესხიას ქუჩა

ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემდეგი ალტერნატიული გზებით: მარჯვენა სანაპიროსა და რეზო თაბუკაშვილის ქუჩის გავლით, ასევე, ჭონქაძის ქუჩის გავლით, ზემო ვერის მიმართულებით.

ტრანსპორტის ნაკადის უსაფრთხო გადაადგილებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ. აქცია-მსვლელობის დამთავრებისთანავე მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტატო გრიგალაშვილი ევროპის ჩემპიონია
თურქული მედია - ერდოღანმა 9 მაისისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი ვიზიტი გადადო
მელია - შვილებთან დაპირისპირებაში ხელისუფლება გამარჯვებას ვერ მოიპოვებს
ირაკლი ღარიბაშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის პარტიულ აქტივს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics