|
2021-02-26 11:17:31, 401 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით მოწყობილ იდეათეკებში საგანმანათლებლო შეხვედრები იწყება
„საქართველოს ბანკი“ განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. ამ მიზნით, საქართველოს ბანკისა და „ქართული წიგნის ინსტიტუტის“ მიერ მოწყობილი მულტიფუნქციური სივრცეები - იდეათეკები აქტიურად გამოიყენება სხვადასხა აქტივობების ჩასატარებლად. მოცემულ სიტუაციაში სკოლები ცდილობენ მაქსიმალურად აითვისონ იდეათეკებში არსებული რესურსი როგორც ონლაინ სწავლების, ასევე არაფორმალური განათლების ხელშეწყობის მიზნით. სწორედ ამ ინიციატივის ფარგლებში, 24 თებერვალს თბილისის 146-ე საჯარო სკოლის იდეათეკაში საგანმანათლებლო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას დათო ტურაშვილი ონლაინ რეჟიმში გაუძღვა, მოსწავლეები კი როგორც თბილისის, ასევე ფოთის, დიცისა და ხურვალეთის სკოლებში მოწყობილი იდეათეკებიდან ჩაერთნენ და კითხვების დასმის შესაძლებლობაც მიეცათ. რეგულაციების დაცვით, აღნიშნული სივრცეები გახსნის დღიდან, პანდემიის პირობებშიც კი ახერხებენ აქტიურ ფუნქციონირებას. როგორც მოსწავლეები, ასევე პედაგოგები, კვლავ აგრძელებენ იდეათეკებში არსებული რესურსების (ინტერნეტის, კომპიუტერების, წიგნების და სხვა შემეცნებითი ხელსაწყოების) გამოყენებას. საგანმანათლებლო სივრცეებში არაერთი აქტივობაც იმართება, როგორიცაა: წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე, შემაჯამებელი პრეზენტაციები, საერთაშორისო ონლაინ კონფერენციები და სხვა. „მრავალი წელია საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერას განაგრძობს. გვეამაყება, რომ ჩვენი ჩართულობით უკვე 4 სკოლაში მოეწყო და აღიჭურვა საგანმანათლებლო სივრცეები - იდეათეკები. კიდევ უფრო სასიხარულოა, რომ აღნიშნულ სივრცეებში არსებული რესურსი აქტიურად გამოიყენება როგორც პედაგოგების, ასევე მოსწავლეების მიერ. პანდემიის პერიოდში იდეათეკებმა უდიდესი როლი ითამაშეს სასწავლო პროცესის გამრავალფეროვნებაში. სულ ახლახან, იდეათეკების დახმარებით მოსწავლეებისათვის დათო ტურაშვილთან ვირტუალური შემეცნებითი შეხვედრაც გაიმართა. დარწმუნებული ვართ, რომ იდეათეკები მომავალში კიდევ არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებას თუ აქტივობას უმასპინძლებენ, ეს კი ახალგაზრდებს საინტერესო ადამიანებთან შეხვედრას, მათი გამოცდილების გაზიარებასა და საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას მისცემს, რაც მხოლოდ დადებითად აისახება ახალგაზრდების განვითარებაზე“,-განაცხადა საქართველოს ბანკის CSR მიმართულების ხელმძღვანელმა, თამარ გოჩაშვილმა. ინფორმაციისთვის, საქართველოს ბანკმა ჯერ კიდევ 2020 წელს „ქართული წიგნის ინსტიტუტთან“ ერთად საერთაშორისო სტანდარტების მულტიფუნქციური სასწავლო სივრცეების პროექტის განხორციელება დაიწყო. პროექტის მთავარ მიზანს რეგიონების საჯარო სკოლებში განათლების ხელშეწყობა და თანამედროვე რესურსებზე წვდომის გაზრდა წარმოადგენდა. დღეს საქართველოს მასშტაბით 4 სკოლაში მოწყობილი იდეათეკები სრულადაა აღჭურვილი და აქტიურად განაგრძობს ფუნქციონირებას.
ALDE-მ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
ავსტრიის საგარეო მინისტრი - ეს არ არის ბაზარი, სადაც თქვენს მთავრობას შეეძლო ევაჭრა, დაეწყო ჩვენთან მოლაპარაკება და ჩვენ შეგვესუსტებინა ჩვენი პოზიცია ფუნდამენტურ ღირებულებებზე - ეს, არასდროს მოხდება
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
უკრაინამ რუსეთის ბალტიის ფლოტს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)