|
2021-02-25 11:44:55, 415 ნახვა
სამართალი
ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალდებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა მიესაჯათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულიად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების კუთვნილი 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქეები - ბ.ა, ო.კ, და დ.ქ. დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, ბრალდებულებს სასჯელის სახედ და ზომად 7-7 წლიანი პატიმრობა განესაზღვრათ. „სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნორვეგიული და იტალიური საწარმოების კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხების მოტყუებით დაუფლების მიზნით, 2020 წლის მარტი-მაისის თვეებში, ბ.ა-ს მითითებით და დავალებით ო.კ-მ და დ.ქ-მ, არარეზიდენტი იურიდიული პირების მსგავსი სახელწოდების მქონე საწარმოები დააფუძნეს და საბანკო ანგარიშები გახსნეს საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ მოხდა ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ელექტრონულ ფოსტაში ჰაკერული შეღწევა, მათი ბიზნესსაქმიანობის შესწავლა და შეცდომაში შეყვანის მიზნით რეალური ბიზნესპარტნიორი კომპანიების საბანკო ანგარიშების მონაცემების ცვლილება, რის შედეგადაც, 2020 წლის მაისში, ნორვეგიული და იტალიური კომპანიების ბიზნესსაქმიანობისთვის განკუთვნილი ფულადი თანხები, რეალური კონტრაგენტების (თანხის მიმღებების) ნაცვლად ჩაირიცხა ო.კ-ს და დ.ქ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოების საქართველოში მოქმედ საბანკო დაწესებულებებში არსებულ ანგარიშებზე. აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად ნორვეგიულ და იტალიურ კომპანიებს დიდი ოდენობით - 470 463 ლარის ექვივალენტი ევროს ზიანი მიადგათ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხების ნაწილი, საბანკო ანგარიშებიდან განაღდების შემდგომ, წინასწარ შეთანხმებული პროცენტულობის შესაბამისად, ჯგუფის წევრებს შორის განაწილდა. 2020 წლის 19 ივნისს, დაკავებულ ბ.ა-ს, ო.კ-ს, ხოლო მიმალვაში მყოფ დ.ქ-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" და მესამე ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით წარედგინათ (დიდი ოდენობით თაღლითობა ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ). ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბ.ა, ო.კ, და დ.ქ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და თითოეულ ბრალდებულს სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ო.კ-ს მიერ დაფუძნებული საწარმოს ანგარიშზე დაყადაღებული 304 721 ლარის ექვივალენტი ევრო დაუბრუნდა დაზარალებულ ნორვეგიულ კომპანიას“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
CNN: კრემლი პუტინის უსაფრთხოებას აძლიერებს შეთქმულებისა და შიდა არასტაბილურობის შესახებ ჭორების ფონზე
დრონებმა მოსკოვს, იაროსლავისა და როსტოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს შეუტიეს, შედეგად ხანძარი გაჩნდა
ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრის პარტიის ოფისში აფეთქება მოხდა, ეჭვმიტანილი დაკავებულია
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)