|
2021-02-24 10:12:39, 571 ნახვა
სამართალი
საბაჟო საზღვარზე წესის დარღვევასთან დაკავშირებით საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტთან კოორდინაციით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი, ბიჟუტერია და სხვა. დანაშაულში მხილებულმა პირმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ავტომანქანა ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა საქართველოში და არ დაადეკლარირა მასში არსებული საქონელი. ამ ეტაპზე მიღებული ექსპერტიზის დასკვნით, ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულება შეადგენს 11 745 ლარს, ხოლო დანარჩენ საქონელზე დანიშნულია ექსპერტიზა“, - აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)