02:50 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-23 15:34:00, 549 ნახვა

პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას - არანაირი შიში, ბრძოლა ბოლომდე

„ჩვენ ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ სამოქალაქო აქტივისტმა, ელენე ხოშტარიამ აქციაზე განცხადა.

მისი თქმით, ერთად ძლიერები არიან, ვიდრე ხელისუფლება, რადგან ოპოზიციის მხარესაა სიმართლე.

„ნიკა ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ერთად აღებული მთელი „ქართული ოცნება“ თავისი სპეცრაზმით. ნიკა არის ძლიერი იმიტომ, რომ მას აქვს თავგანწირვა, გამბედაობა, ქვეყნის სიყვარული იდეა და ის არასდროს არ გაჩერდება. ეს ძალა თითოეულმა თქვენგანმა უნდა იგრძნოს. ჩვენ ერთად ვართ ბევრად უფრო ძლიერები, რადგან ჩვენს მხარეს არის სიმართლე და სიმართლის ძალას ვერანაირი ფული ვერ დაამარცხებს. მე შემიძლია დაგპირდეთ, ჩვენ ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას, რომელიც აუცილებლად მივა ბოლომდე. ნიკა მელიას დაჭერა სცდება ერთი ადამიანის გამოკეტვას. ჩვენ გვყავს პოლიტპატიმრები. არანაირი შიში, უნდა იყოს შემართება და ბრძოლა ბოლომდე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კრაკოვში 11 ნოემბრს გლოვის დღე გამოცხადდა, სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა 15 დაიჭრა
კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ხუთამდე გაიზარდა
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რესპუბლიკელების დამარცხების შემდეგ ტრამპმა თავის ადმინისტრაციაში მეტი თანამდებობის პირების დათხოვნა დაუშვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics